ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის - "ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მოსკოვის თეატრის,"ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს.
აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია.ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის,"ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს. აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია.
"დღეს, მოსკოვის თეატრი იმ ქალაქში და იმ ქვეყანაში ჩამოვიდა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ატოცში მავთულხლართებს აბამენ და საზღვრებს წევენ, ოკუპაციას ისევ აგრძელებენ. ამ დროს კი მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის წარმომადგებლები მართავენ სპექტაკლს. ამით შეუსაბამობაში მოდიან იმ ფაქტთან, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ეს არის ყოვლად უმსგავსო საქციელი. მოვითხოვთ მესხიშვილის თეატრისგან, ასევე მოსკოვის თეატრისგან ბოდიშის მოხდას. გამოვიდნენ აღნიშნული თეატრების ნებისმიერი წარმომადგენელი და ჩვენ შევწყვეტთ აქციას, ამ წითელ ბარათს ჩამოვწევთ,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" დამფუძნებელმა ნიკა დეისაძემ.
შეგახსენებთ,რომ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრ "ნიკიტკის კარიბჭეს" მასპინძლობს. მესხიშვილის თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასტროლების ფარგლებში სცენაზე ორი სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი