საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება
საჩხერის მუნიციპალიტეტი 2 ნოემბერს სახალხო დღესასწაულს "მუხრანი 90"-ს აღნიშნავს.
პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.
ღონისძიებების ფარგლებში სოფელ სავანეში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით "შემოდგომის სურათები“ გაიმართება, სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნება, ჩატარდება ლიტერატურული კონკურსების - "პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, ასევე სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია "აი ჩემი არგვეთი“ იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა "ჩემი სამშობლო მაღალია“ ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დეკლამატორთა გამოსვლების მონაწილეობით. კულტურის ცენტრის საგამოფენო სივრცეში კი ძმებ ვართაგავების პერსონალური ფერწერული გამოფენა "მუხა კვლავაც შეიმოსება“ გაიხსნება. მოგვიანებით, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - "სიტყვისმოქმედი ერისა“ გაიმართება.
დღის განმავლობაში საჩხერეში წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების გამოფენები და საბავშვო ატრაქციონები.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"