იმერეთში, პროგრამის -,,ღია შეხვედრები“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
სამთავრობო პროგრამის ,,ღია შეხვედრები“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში: უქიმერიონის, საფიჩხიის, ქალაქ-მუზეუმის, ძელქვიანისა და გამარჯვების ოლქის მოსახლეობას შეხვდა და მათგან პიორიტეტები მოისმინა.
ადგილობრივებმა მთავარ საკითხად შიდა საუბნო გზების, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება დაასახელეს. გარდა ამისა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი სპორტული მოედნის მოწყობა არის. მოსახლეობას ხელისუფლება რიგი საკითხების მოგვარებას უახლოეს პერიოდში დაპირდა, ხოლო პროექტები, რომელიც გარკვეულ თანხას მოითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. აღნიშნულ უბნებში მოწესრიგებულია ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟებულია გარე განათება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა რიგ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ასევე მოწესრიგდა კორპუსების ფასადები და სადარბაზოები. ზემოთ ხსენებულ უბნებში კეთილმოეწყო რამდენიმე მინი საფეხბურთო მოედანიც.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი