სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი "კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი "კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს.
შედეგად, ორ წელიწადში აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრება.
დღეს “კონსტრუქტორ2"-ში მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო კოლეჯის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
მოკლევადიანი მომზადების პროგრამა უკვე წარმატებული პროექტია და სტუდენტთა მესამე ნაკადს იღებს, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე კი „კონსტრუქტ2“ პირველად ახორციელებს მსმენელთა მიღებას.
პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას უზრუნველყოფენ.
„როგორც მოგეხსენებათ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცრის შტატი. ახალი რეგულაციების შედეგად კი დასაქმების ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანების დეფიციტი გაჩნდა, თუმცა სახელმწიფომ ეფექტიანად იმუშავა და მოთხოვნის შესაბამისად გაზარდა მოწოდებაც. ამის მაგალითია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“, სადაც დღეს ვიმყოფებით და რომელმაც უკვე შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე პირველი სტუდენტები მიიღო,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"