მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა განსახლებასთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული პირების შეკითხვებს უპასუხებს. სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალაშენებულ კორპუსებში უპირობო გადაყვანას ითხოვენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ნაწილდება და განაცხადების შევსება 17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს კრიტერიუმების მიხედვით დამატებითი ქულა მიენიჭებათ. ავარიული ობიექტებისა და მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების დახურვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტია, თუმცა, გასათვალისწინებელია იმ დევნილი ოჯახების საჭიროებებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნდათ.
ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"