ქუთაისში #2 ახალი სამშობიარო სახლში ორსულებს მარტში უფასო მშობიარობას სთავაზობს
ქუთაისში, ნიკო ლორთქიფანიძის #13-ში მდებარე, ახალი #2 სამშობიარო სახლი აქციას აცხადებს.
სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ორსულ ქალბატონებს,რომელთაც მარტში უწევთ მშობიარობა, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობით, ასევე ჩვენებით საკეისრო კვეთით უფასოდ ისარგებლებენ.
კლინიკის დირექტორის ირაკლი მერკვილაძის თქმით, აქცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
"ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, ჩვენმა კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხმძიმე ქალს, რომელსაც მარტში მშობიარობა უწევს სრულიად უფასოდ იმშობიარებს. ასევე ეს უპრეცენდნეტო აქცია ზოგადად ქალთა და დედის დღეს და ჩვენი კლინიკის საიუბილეო თარიღს უკავშირდება. #2 ახალი სამშობიარო სახლი მარტის თვეში 5 წლის გახდა. ასე, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კლინიკა, რომელიც ორსულებს მარტში უფასოდ ამშობიარებს,"- განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა, ირაკლი მერკვილაძემ.
ახალი #2 სამშობიარო სახლი ერთადერთი კლინიკაა, რომელიც ორსულ ქალბატონებს უფასო მშობიარობას სთავაზობს.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა