ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ
ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ.
ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ.
ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად მხოლოდ მორიგე თანამშრომლები მუშაობენ.
შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309 ან მიხვიდეთ ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში, მისამართი: რუსთაველის #3. ასევე ქ.ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, მისამართი: დუმბაძის ქუჩა # 61.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება