ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის შემოსასვლელებში გახსნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის შემოსასვლელებში გახსნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოინახულა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები.
ქუთაისის ყველა შესასვლელთან შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. აქვე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
„ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები დაემორჩილნონ კარანტინის დროს მოქმედ წესებს , მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება და დარჩნენ სახლებში. ქუთაისის ყველა შემოსასვლელში მკაცრად გაკონტროლდება ქალაქში მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით შემოსული ყველა მგზავრი. ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან ახლა დგას ჩვენი ქვეყნის პოლიცია და თავდაცვის ძალები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ პირნათლად. მთავარია, დავემორჩილოთ წესებს! “- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
მოქალაქეებს გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს ე.წ. „კომენდანტის საათი“, დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე