იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრების მოსაწყობად სამი კლინიკა შეირჩა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში ცხელების ცენტრები დაათვალიერა. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, იმერეთში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს და სამივე მათგანი პაციენტებს სრულფასოვნად მოემსაუხრება.
"იმერეთის მასშტაბით შეირჩა სამი კლინიკა, რომელიც იმუშავებს როგორც ცხელების ცენტრები. ეს არის ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, შესაბამისად ის პაციენტები, რომლებსაც ექნებათ პირველადი სიმპტომები მიმართავენ სწორედ ამ კლინიკებს, სადაც მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისად რეაგირება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
როგორც ცნობილია, რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით. ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს რეგიონში ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას სტუმრობს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.
სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით კლინიკების ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს ხვდება და მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან ისმენს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე