ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ
ქუთაისში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მოადგილე ნინო თვალთვაძემ მიუტანეს.
ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით.
„კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ. დღეს ბოშათა ოჯახებს ვესტუმრეთ და გავაცანით ის რეკომენდაციები, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი, მოვუტანეთ სურსათი და ჰიგიენური საშუალებები, რათა დარჩნენ სახლში და დაიცვან შესაბამისი წესები.“ - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ამანათები საცხოვრებელ ადგილებზე ბოშათა 30-მდე ოჯახს მიუტანეს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე