ქალაქ წყალტუბოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
62 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
მამაკაცს ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.
მამაკაცი ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, სამივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.
მეზობლების ინფორმაციით, ისინი მხოლოდ სამსახურში დადიოდნენ და ადგილობრივებთან კონტაქტი არ ქონდათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი უბნის მაღაზიით სარგებლობდნენ, რის გამოც შეშინებული არიან.
ადგილზე ამ წუთებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე