"ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების მიმართვა დღეს მოქალაქეების დაახლოებით 70%-ს დაუკმაყოფილდა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრი განაცხადი მერიაში არამიზნობრივად შევიდა.
"ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უწევს ჩვენი მოქალაქეების ყველა განაცხადზე რეაგირება. მოგეხსენებათ, რომ არის გარკვეული ტიპის მიმართულებები, რაზეც ჩვენ გავცემთ საშვებს, ეს არიან მოქალაქეები, რომლებსაც უწევთ საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, რომელთან დაკავშირებითაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ბევრია, თუმცა სამწუხაროდ, ამ განაცხადების განხილვა უფრო და უფრო კრიტიკულად გვიწევს, რადგან ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის და ძალიან ბევრ განაცხადზე მოგვიწია უარის თქმა დღეს. იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის შემოაქვს განაცხადი და აქვს საჭიროება, რომ ქალაქიდან გავიდნენ, დღეს მოუწიათ ამ რეალობას შეჯახებოდნენ.
რაც შეეხება რიგებს, მერიის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს მათ რიგის დაცვისკენ, თუმცა რამდენჯერმე სოციალური დისტანცია დაირღვა, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმ საჭიროებისთვის მოვიდნენ, რაზეც გაცემულია სახელმწიფოს მიერ ნებართვა და გაიცემა საშვები - ეს არის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება ქალაქის გარეთ.
საშვების გაცემაზე მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი და დღეს მერიასთან რიგი გამოიწვია იმან, რომ როგორც გითხარით, ძალიან ბევრი არამიზნობრივი მიმართვა შემოვიდა.
არაერთი დღეა, სხვადასხვა საშუალებით ხდება ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რაზე გაიცემა ნებართვა, ყველა წყაროს ვიყენებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიდეს ეს ინფორმაცია. თითოეული განაცხადი არის ინდივიალური და გაიცემა იმის მიხედვით, ვის რამდენი დღე სჭირდება ამ სამუშაოებისთვის, ვსწავლობთ ყველა განაცხადს, რამდენი დღით სჭირდებათ, განვიხილავთ და გავცემთ საშვებს. დღეების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის. ჩვენი მოქალაქეების მომართვის 70% ჩვენ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ იყო დიდი ნაწილი, რომელზეც ეს ნებართვა არ ვრცელდებოდა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება თუ სამოქალაქო საზოგადოება ყველა რეკომენდაციას არ დაიცავს.
"ყველა დღეს ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისკენ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, ყველა ადგილზე - მერიასთან, ბაზრებთან, ბანკომატებთან თუ სხვა ადგილებზე. ამაში ყველა რესურსია ჩართული. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ჩვენი მოქალაქეების მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა როგორ იცავენ სოციალურ დისტანციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება თუ სამოქალაქო საზოგადოება ყველა რეკომენდაციას არ დაიცავს და არ გაითვალისწინებს, მაქვს იმედი, რომ სოციალური დისტანციის დაცვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია