ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ
ქუთაისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა , ასევე 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა მოხუცებმა სასურსათო ამანათები მიიღეს.
აღნიშნული ოჯახებისთვის საკვები პროდუქტები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" გადასცა.
დახმარებები ოჯახებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა გადასცა.
ოჯახები შეირჩა მათ მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე.
ქუთაისში 50-მდე ოჯახმა მიიღო ეს დახმარება, სულ იმერეთში კი “სოკარ ენერჯი ჯორჯიას" საჩუქრები 350 ოჯახისთვისაა გათვალისწინებული.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე