ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს
ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო თანაქალაქელებო! 2 მაისს "გვირილობის“ დღესასწაულის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია წელს სამწუხაროდ, დაირღვევა.
ამ დღისთვის ქუთაისი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. იგეგმებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები, თუმცა პანდემიის და ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო ვერ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, იგეგმება რამდენიმე არამასშტაბური სახის ღონისძიება.
დარჩით სახლში, რათა მომავალ წელს ერთმანეთის თანადგომით და მხარდაჭერით კვლავ მასშტაბურად აღვნიშნოთ "გვირილობა",- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა