ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესგაძლიერების პროგრამა გრძელდება
ქუთაისის მერიაში იმ კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამის “მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის” პარტნიორი ორგანიზაცია უნდა გამოევლინა.
კომისიის შემადგენლობაში არიან ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიის გადაწყვეტილებით, წელსაც ამ პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაცია „მეწარმე ქალთა ფონდი“ იქნება. აღნიშნულ ორგანიზაციას უკვე აქვს მერიასთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება სწორედ „მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან წარმოების გაფართოება-გადაიარაღების ხელშეწყობის პროექტის“ კუთხით.
„მეწარმე ქალთა ფონდი“ მონაწილეობას მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების განაცხადების შერჩევაში, შემდეგ ეტაპზე კი მათ დაეხმარება ბიზნესის წამოწყებაში ან გაფართოებაში.
ეს რეალურად საპილოტე პროგრამაა, რომელიც გასულ წელს დანერგა ქუთაისმა. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი თანადაფინანსების პროექტი.
„ორგანიზაცია, რომელიც წელს შევარჩიეთ ჩვენს პარტნიორად, აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმებს - მას აქვს გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა . განსაკუთრებულად საინტერესო იყო მათ განაცხადში ის დეტალი, რომ ამავე პროექტში შარშან მონაწილე ტრუშელევების ოჯახი, წელს თავად დაეხმარება სხვა მრავალშვილიან ოჯახებს და მათ შვილებს მეთოჯინეობას შეასწავლის. ამ პროგრამის მუშაობა ახლა, როცა საგანგებო მდგომარეობის გამო, მრავალშვილიან ოჯახებს ძალიან გაუჭირდათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქუთაისის მერიის აღნიშნული პროექტი პირდაპირაა მიმართული მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის და მხარდასაჭერად“- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია.
სიახლეები
- ცეზარი
- “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა” - ლევან მოსეშვილი
- “ირანი მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღისგან უარის თქმას უზრუნველყოფს” - არაღჩი
- ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-მდე დაკარგულს ეძებენ
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს