ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის 14-მა ვეტერანმა საჩუქრად 1 000 ლარი მიიღო
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 96 წლის ჭიჭიკო კლდიაშვილს სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა.
75 წლის მანძილზე, წელს პირველად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ომის ვეტერანები ვერ გავიდნენ დიდების მემორიალებთან და პატივი ვერ მიაგეს ომში დაღუპულ თანამებრძოლებს.
„ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. მადლიერების და პატივისცემის ნიშნად, ქუთაისში მცხოვრები ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, საჩუქრად მიიღებენ 1000 ლარს. ვულოცავ გამარჯვების დღეს ჩვენ ვეტერანებს და მადლობას ვუხდი მათ თავგანწირვისთვის!"-განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის 14 ვეტერანია დარჩენილი და საჩუქარი ყველა მათგანმა მიიღო.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე