ქუთაისი ევროპის დღის აღნიშვნას შეუერთდა
ქუთაისი ევროპის დღის აღნიშვნას შეუერთდა.
ქუთაისის მერიის და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპის დროშის ფერებში განათდა.
"ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ევროპის დროშის ფერებში განათებით დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს", - წერს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
70 წლის წინ ევროპის მომავლის ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რის შემდეგაც ეს დღე აღინიშნება.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია