ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
ქუთაისში, სულხან-საბას ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში, მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავანგარდის დასახლებაში დასრულებული და მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავანგარდის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა გზის მეორე ნაწილზე მუშაობაც. სულხან-საბას გამზირზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ღვარსადენი სისტემა, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნებიდასახლებაში ფაქტობრივად დასრულებულია ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებიც. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, დაიდგა ძელსკამები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათების სისტემის დამონტაჟება. სულხან -საბას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება- აქ აშენდება ქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი. ავტოპარკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სიახლეები
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი