COVID-19-ის ახალი შემთხვევა იმერეთში - ინფიცირებული ქუთაისში გადაიყვანეს
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს.
ინფორმაცია კლინიკის ექიმმა ირაკლი გოგინავამ დაადასტურა.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს დიარეა და ზოგადი სისუსტე აღენიშნება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 713 ადამიანია, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე