ქუთაისში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ნიკეას ქუჩაზე, ორ სკვერში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
ნიკეას ქუჩის#72 -ის მიმდებარე სკვერში დაიგება ბეტონის დეკორატიული ქვაფენილი, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები და ურნები, დაირგვება დეკორატიული მცენარეები და გაკეთდება ღობე. სამუშაოებს შპს „არადანი“ ასრულებს. სკვერის მოწყობისთვის 155330 ლარი დაიხარჯება და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სკვერი კეთდება ნიკეას ქუჩის #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქაც მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი, გაზონები, განათების, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები. სკვერის კეთილმოწყობისთვის 134496 ლარია განსაზღვრული , სამუშაოებს შპს „მშენებელი 2017“ ასრულებს და ივლისში უნდა დასრულდეს.
„ნიკეას ქუჩა საკმაოდ დიდი დასახლებაა. ამ უბანში ახალი სკვერი კარგა ხანია არ გაკეთებულა და ახლა , ერთდროულად ორ სკვერში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ უბნის მაცხოვრებლებს სულ მალე ექნებათ თანამედროვე, კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონები“ - აცხადებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ქუთაისში, 5 მაისის შემდეგ , მუშაობა ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა .
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე