მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ.
მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება.
მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება.
დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს.
ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების პროცესიც.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს