"ყველა პოლიციელს, ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღეს" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე, პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს:
"ყველა პოლიციელს, ძალოვანი უწყების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
ჩვენი პოლიციელების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ყოველდღიურად, ისინი იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, არიან ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება და ეს ნათლად გამოჩნდა ახლაც, როდესაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ თითოეული ადამიანის ინტერესებს, იცავდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ყველა ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ პოლიციელებს და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მათი საქმიანობის მიმართ ნებისმიერ სიტუაციაში. მადლობა თითოეულ პოლიციელს ღირსეული საქმიანობისა და თავდადებისთვის და ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე".
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე