ლომისობაზე, ეკლესიის ეზოში მამაკაცი გარდაიცვალა
მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე, ეკლესიის ეზოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.
,,ლომისობა" მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. რთული რელიეფის გამო, სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, მაშველები არიან მობილიზებული.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე