ბენზინგასამართ სადგურთან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მოქალაქეებმა სამართალდამცველები გამოიძახეს, რის შემდეგაც ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე