"ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ყველა დაგეგმილი პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა "მაესტრო რეგიონების" ეთერში განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის საშუალებით და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. 120 მილიონ ლარამდეა რაც იხარჯება იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამას ემატება 220 მილიონი ლარი, რომლის სამუშაოებსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რომ ვთქვათ, დაახლოებით 500 კილომეტრამდე გზა მოეწყო წელს იმერეთში, მიმდინარეობს ასევე 209 სკოლის რეაბილიტაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და მშენებლობები, ყველა მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და არცერთი პროექტი პანდემიის გამო შეჩერებული არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს