მკვლელობა ფოთში - მოკლულია 45 წლის მამაკაცი
ფოთში, მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე