"ჩაერთე და მართე" - პროექტის ფარგლებში ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი
პროექტის - "ჩაერთე და მართე" რეგიონული ტური დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, დღეს UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ონის მუნიციპალიტეტთან საგრანტო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარება მოხმარდება პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრას.
შეთანხმება დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში შედგა.

დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში მიმდინარე ინიციატივების მიზანია საქართველოს 4 რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შექმნას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება