დაკარგული ილია ფილფანის მშობლებს შსს-ს წარმომადგენლები შეხვდნენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდის მშობლებს, უწყების მიერ ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მე-14 დღეა საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ილია ფილფანს ახლა უკვე ეძებენ, როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.
ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე