მდინარე რიონში 20 წლამდე გოგოს ეძებენ
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა.
მდინარეში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე