გლოვის დღესთან დაკავშირებით იმერეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშა დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
დაშვებულია ცენტრალური დროშა ქუთაისის შესასვლელში, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღიმართა.
მთავრობის განკარგულებით შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება