იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროექტის მენეჯერი პიტერ კორბსი, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორი ზვიად არჩუაძე და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ექსპერტი ირაკლი მატკავა.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ინიციატივასთან „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG).
მხარის 12 - ვე მუნიციპალიტეტი M4EG - ის კლუბის წევრია. ყველა მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და ისინი დადებითად არის შეფასებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ.
რეგიონის ხელმძღვანელობისა და მუნიციპალიტეტების სურვილით, ევროკავშირის ინიციატივის სამდივნო, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაფართოების საკითხზე. აღნიშნული დოკუმენტი მუნიციპალიტეტებმა შესაძლებელია გამოიყენონ ევროკავშირის ინიციატივის გრანტის მისაღებად.
დღევანდელ შეხვედრაზე M4EG - ის ოფისის ხელმძღვანელობამ მონაწილეებს გააცნო იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობისთვის მოსამზადებელი საკითხები. გარდა ამისა, მხარეებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საჭიროებები, საერთო მიზნები და აქტივობები განიხილეს.
შეხვედრის ბოლოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და M4EG-ის ოფისის ხელმძღვანელმა პიტერ კორბსმა მუნიციპალიტეტებს, M4EG - ის ფარგლებში, მათი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
M4EG - ის ახალი ფაზა 2021 წლიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 5 მლნ. ევრო იქნება გამოყოფილი ტექნიკური დახმარებისთვის, 5 მლნ. ევრო - მცირე (10-30 ათასი ევრო) გრანტებისთვის, ხოლო 10 მლნ ევრო - დიდი გრანტებისთვის (საშუალოდ 700 ათასი ევრო). დიდი გრანტებისთვის კონკურსი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოცხადდება.
სიახლეები
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი