ქუთაისის "გრანდმოლის" 5 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
ქუთაისში, ოქროს ბირჟის კლასტერი გაიზარდა.
სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებული ოქროს ბირჟიდან “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 5 დასაქმებული შეიყვანეს.
კლინიკის სტაციონარში დადასტურებული კორონავირუსით 79 პაციენტი მკურნალობს.
“კრიტიკულად მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთელებაზე 4 ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი,” - ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე