ქუთაისში ბანკი გაძარცვეს
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს.
წაღებულია სეიფი და ძვირფასი ნივთები.
ამ დრომდე დაუდგენელი პირები მიკროსაფინსო ორგანიზაციის შენობაში მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფიდან მოხვდნენ. მათ სარდაფის ჭერი ამოჭრეს, რომელიც ბანკის იატაკია.
სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ თუმცა, იმის გამო, რომ ბანკის კარი და ფანჯარა ხელუხლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნდნენ.
"ჩაირთო განგაშის სიგნალი საცავიდან, მივიდნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ არ გახსნეს ობიექტი, რადგან საკეტები არ იყო დაზიანებული. სარდაფიდან არიან შესულები. საცავში დაცვის პოლიცია არ შესულა" - განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი