ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი დააჯარიმეს
ოზურგეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, პაციენტი სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს.
მჟავიას თქმით, მან დეტალები არ იცის, თუმცა, ვარაუდობს, რომ ინფიცირებული პედაგოგი წესებს არ იცავდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი საკარანტინო სასტუმროში გადაიყვანეს.
გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 96 შემთხვევაა.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი