მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის - მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.
ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს