კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის გუშინ გამოვლენილი 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში დადასტურდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„554 ახალი შემთვევიდან აჭარაში კვლავ ყველაზე მეტია და 370 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში 65 შემთხვევა დარეგისტრირდა, იმერეთში 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია, ქვემო ქართლში 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მცხეთა-მთიანეთში 4 და კახეტში გახლავთ 1 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება