ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა.

ფაქტს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე ადასტურებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა. ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა

 

დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა. კლასელებსა და მასწავლებლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. მათი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

 

სკოლამ სასწავლო პროცესი 12 კალენდარული დღით შეწყვიტა და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

წაკითხვა 778 ჯერ

სიახლეები