ქუთაისში ავტოლიზინგის კომპანია "ტურბოს" გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოლიზინგის კომპანია "ტურბოს" გაქურდვა სცადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისში სავარაუდო შეჭრის გამო სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგაც ადგილზე დაცვის კომპანიის თანამშრომლები გამოცხადდნენ.
მათ ქურდები ადგილზე აღარ დახვდათ.
მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ-კრიმინალისტური სამსახურის თანამშრომლები.
ამ დროისთვის გამოვლენილია სავარაუდო დამნაშავეც.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-117-ე მუხლით დაიწყო.
სიახლეები
- დღეიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
- გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს
- პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა