ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი პოლიციაში იმყოფება
,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე პოლიციის შენობაში იმყოფება.
როგორც ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში სამსონ გუგავამ განაცხადა, გამოკითხვა ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
,,ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბნიდან დაგვირეკეს, რომ უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. მივედით მე და ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე. ადგილზე დაგვხვდნენ ზონდერები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. ახლა ირაკლი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება,"-განაცხადა სამსონ გუგავამ.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი