,,მონებო!" - ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
,,მონებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს თამარ ჟვანიამ, შეიცვალოს ცესკო-ს შემადგენლობა და ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი