"ოპოზიციის მთავარი ამოცანა დესტრუქციაა" - იოსებ ხახალეიშვილი
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ქუთაისში არჩვენების შედეგების გაპროტესტების არავითარი საფუძველი არ აქვს.
მერობის კანდიდატის ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი დესტრუქციულ ქმედებებს აქვს.
"სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენი მოსახლეობა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა სამართლიანი შედეგის მიღება და კანონიერი გზებით მოქმედებაა, არამედ დესტრუქცია და არჩევნების ძალადობრივად, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მითვისება.
ფაქტია, რომ ახლა, როდესაც საზოგადოებაში არ არის საპროტესტო მუხტი და არჩევნები აღიარა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ასევე, ეუთო/ოდირმა, აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩებმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორმა დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო, ოპონენტები ცდილობენ ხელოვნურად გაამწვავონ სიტუაცია.
ეს არის დესტრუქციული ქმედება ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, განსაკუთრებით ქუთაისში იმის მტკიცებით, რომ არჩევნების შედეგები არასწორად იქნა დათვლილი. მათმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემაც კი აღიარა და მადლობა გადაუხადა ქუთაისს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ, წყნარ გარემოში, ერთადერთი ოქმი იყო, რომელსაც შესწორება გაუკეთდა და ამას საარჩევნო კომისია განიხილავდა, აქ სხვა არანაირი ხარვეზი არ ყოფილა და მათი ქმდებები მხოლოდ ტყუილს ემსახურება.
როდესაც ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქალაქშიც ყოველდღიურად კორონავირუსის ასობით შემთხვევა ფიქსირდება, გაუგებარია რას ემსახურება ოპოზიციის მიერ გამოგონილი და ყალბი საბაბით ადამიანების შეკრება.
ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და ველოდებით ამომრჩევლების მაღალ აქტიურობას მეორე ტურშიც", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში – მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, იკავებდა სუსის უფროსის პოზიციას” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- გონიოში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ისრაელის მიერ თეირანში საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია” - უცხოური მედია
- საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა
- იმერეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს