"თითოეულმა ქუთაისელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში"
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებისას კანდიდატი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და დღევანდელი პოლიტიკუ-ეკონომიკური და პანდემიური რეალობის ფონზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამასთან, განუმარტა მისი კანდიდატურისა და პროგრამის უპირატესობა.
"ქუთაისი ქალაქია თავისი ღირსებით და ნაკლით, მიღწევებით, პრობლემებით და სოციუმით, რომელსაც აქვს საკუთარი კოლორიტი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობა. სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი, რომ ეს სოციუმი, მოქალაქეთა ერთობლიობა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი ქალაქით და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება