"შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით" - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უძოს მთაზე მდებარე ტაძარში მომხდარს ეხმაურება:
"შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. უძოს მთაზე მდებარე მონასტრის ტაძარში შეჭრილი ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ საეკლესიო რიტუალებისთვის და ამგვარად კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გაეთელათ ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობები.
სამწუხაროდ, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება სერიოზული მექანიზმი იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განხორციელდეს, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ვანდალიზმი კიდევ უფრო შემაძრწუნებელ სახეს არ მიიღებს", - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა