საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, ამაღლებას ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
„ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც მოწაფეებს ხშირად ეცხადებოდა და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, იერუსალიმიდან არსად წასულიყვნენ, სანამ მათზე სულიწმინდის მადლი არ გადავიდოდა, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილისთვის
- ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება
- "ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა"
- "კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
- "ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს"