ამ გვერდის ამობედვა

"გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით" - ვის მიმართა მეუფე იაკობმა ქადაგებისას?

გა­ა­ნე­ბეთ ეკ­ლე­სი­ას­თან ჭი­და­ო­ბას თავი, გა­მოწ­ვე­ვას მი­ვი­ღებთ და უბ­რა­ლოდ და­მარ­ცხდე­ბით - ჩვენ­თან თუ რა­ი­მე ცუ­დია, გა­მო­ვას­წო­რებთ, თქვენ თქვენ თა­ვებს მი­ხე­დეთ, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ეკ­ლე­სი­ას­თან ბრძო­ლას თავი და­ა­ნე­ბეთ, ვერ მო­ე­რე­ვით. მოკ­ლე ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა არ გვაქვს. ვინც იძა­ხის ეკ­ლე­სი­ა­ზე „რუ­სუ­ლი“, „რუ­სუ­ლი“, „რუ­სუ­ლი“ გა­და­ხე­დოს "ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას". ნა­ხონ, "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მარ­თლაც პატ­რი­ო­ტი წევ­რე­ბი რას ამ­ბობ­დნენ მათ­ზე, ვინ იყ­ვნენ და რა იყ­ვნენ.

 

გა­ა­ნე­ბეთ ეკ­ლე­სი­ას­თან ჭი­და­ო­ბას თავი, გა­მოწ­ვე­ვას მი­ვი­ღებთ და უბ­რა­ლოდ და­მარ­ცხდე­ბით - მუ­ქა­რის გა­რე­შე. არა­ფერ­ზე დგა­ხართ, არც სარ­წმუ­ნო­ებ­მა, არც მრწამ­სი არ გაქვთ, რა­მით რომ შეგ­ვი­ტი­ოთ. ჩვენ­თან თუ რა­ი­მე ცუ­დია, გა­მო­ვას­წო­რებთ, თქვენ თქვენ თა­ვებს მი­ხე­დეთ. არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია და შე­ვე­ცა­დოთ ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს, ერთ ქვე­ყა­ნა­ში უნდა ვი­ცხოვ­როთ. შე­ხე­დეთ, რა ხდე­ბა, თით­ქოს ადა­მი­ა­ნის­თვის, მხო­ლოდ ორი რა­ი­მე იყოს მხო­ლოდ სა­ჭი­რო - სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს ეს. შე­ხე­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ არის, ვი­ღა­ცა რა­ღა­ცას რომ და­ა­შა­ვებს, ეკ­ლე­სი­ას აგი­ნებს, ან რა­ღა­ცას, მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ ეს.

 

სხვა რა­ი­მე გა­იხ­სე­ნე, ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ. ხომ არის სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თმა­ნე­თი თუ გვეყ­ვა­რე­ბა ასე არ დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს. სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ...ჭკვი­ან ხალ­ხს მივ­მარ­თავ, ეკ­ლე­სი­ას­თან გო­ნივ­რუ­ლად იყა­ვით. არ გვინ­და, წყნა­რად ვართ, გა­მოწ­ვე­ვა თუ იქ­ნე­ბა, მი­ვი­ღებთ, შემ­დეგ ვნა­ხოთ ვინ უშ­ვე­ლის იმათ, ჩვენ­თან ღმერ­თია, იმათ­თან ვინ იქ­ნე­ბა?! - ვნა­ხოთ, ვისი აჯო­ბებს“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

 

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის სჭირ­დე­ბა ჟანა-დარ­კო­ბა.

 

„ყო­ველ­თვის გა­მი­ხარ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მივ­ბა­ძოთ დე­დაღვთის­მშო­ბელს, მივ­ბა­ძოთ წმინ­და ნი­ნოს, თა­მარ მე­ფეს, წმინ­და დე­დო­ფალ ქე­თე­ვან წა­მე­ბულს. ძა­ლი­ან გთხოვთ ქა­ლებს, ისე მო­იქ­ცეთ, რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნებს შეგშვე­ნით. არ გვინ­და თა­ვის გა­მო­ჩე­ნა სკან­და­ლე­ბით, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბით. თქვენ ღვთის ხა­ტე­ბა ხართ, თქვენ­ში ხომ ახა­ლი ევა ცო­ცხლობს. სხვას არ მივ­ბა­ძოთ, ცუდი მა­გა­ლი­თი არ ავი­ღოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის სჭირ­დე­ბა ჟანა-დარ­კო­ბა, თუ სად­მეა თავი შე­საკ­ლა­ვი, ჩვენ, კა­ცე­ბი შე­ვაკ­ლავთ. ქა­ლე­ბი რი­თაც ხართ ლა­მა­ზი, გო­ნი­ე­რე­ბით, შვი­ლე­ბის კარ­გად აღ­ზრდით, ოჯა­ხის შე­ნახ­ვით, ტრა­დი­ცი­ე­ბით, ასე­თე­ბი იყა­ვით. ვინც ადა­მი­ა­ნი­ვით არ იქ­ცე­ვა, ვთხოვ შე­ხე­დოს, რა უფრო მო­სა­წო­ნია, სკან­და­ლი იქ­ნე­ბა მო­სა­წო­ნი, თუ წე­სი­ე­რი ქმე­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას მე­უ­ფე ია­კობს ჰკი­თხეს ვინ იგუ­ლის­ხმა ჟანა დ’არკში, არის თუ არა ეს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რა­ზეც აღ­ნიშ­ნა: „ არა, არა...მიხ­ვდე­ბო­დით ამას, იცით კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა“.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა: „თუ ბრძო­ლა გაგ­რძელ­და, არ გვინ­და ეს გა­მოწ­ვე­ვა...თუ მი­ვი­ღე გა­მოწ­ვე­ვა, მარ­ტო მე, ერ­თიც კი ვე­ყო­ფი მა­გათ“.

წაკითხვა 159 ჯერ

სიახლეები