„ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან
წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება. ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა,- ნათქვამია პატრიარქის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში.
„საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.ძველ „პატერიკში” წერია:
ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:
-რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?
- თქვენ ეს არ მოგწონთ? – ჰკითხა უფალმა.
- რა თქმა უნდა, არა, – იყო პასუხი.
და მიუგო: – მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?!მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევანის შედეგია.რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!“, - ბრძანებს პატრიარქი.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე