,,მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი"- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„არ ველოდებით, რომ პოზიციები შეიცვლება. ახლა იყო კენჭისყრა 6 კანდიდატს შორის და მერე იქნება კენჭისყრა 3 კანდიდატს შორის. ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება. მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, იმიტომ, რომ ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყდრის გამორჩევის პროცესი“, – აღნიშნა დეკანოზმა.
ცნობისთვის, 28 აპრილს წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა