ამ გვერდის ამობედვა

დღეს ვლაქერნობა აღინიშნება

5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III მობრძანდება და ღვთისმსახურებას აღასრულებს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან დილის 08:30 საათზე გამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი.

წაკითხვა 87 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 15 2026