"თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია"
თუ წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, - ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისდამი შესაძლო სასჯელის დაწესებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, მისთვის არაფერი არ შეცვლილა.
„ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო.
„საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქნას და ყველა ადამიანის, პიროვნების, ჩემი თუ დაბალი იერარქის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით,“ - აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"