რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია პატრიარქს მიმართავს
რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკურ ცხოვრებაში სასულიერო პირების ჩართულობა პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს.
გარდა ამისა, ასოციაცია პატრიარქს მიმართავს და წმინდა სინოდს მოუწდებს, მაღალი იერარქიის პორების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა აღკვეთოს.
“ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება მაღალი სასულიერო იერარქების მიერ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რაც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და შფოთს იწვევს. გარდა ამისა, მრევლში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებს და აბრკოლებს ადამიანებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებილითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთავს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება